კალაძე – ტიკარაძის გადადგომაზე: გამიჭირდება მიზეზებზე საუბარი, თუმცა, მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ

თბილისის მერისა და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის გადადგომის მიზეზები მან არ იცის, თუმცა, ტიკარაძის გადაწყვეტილებას პატივს სცემს.

გარდა ამისა, კალაძე უარყოფს ინფორმაციას პრემიერ ღრიბაშვილსა და ეკატერინე ტიკარაძეს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე.

„მე გამიჭირდება მიზეზებზე საუბარი, თუმცა, მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ის, რა თქმა უნდა, გუნდიდან არ მიდის და პარტიაში, პოლიტსაბჭოში გააგრძელებს მუშაობას. თუ ვინ იქნება მომავალი მინისტრი, ეს უახლოეს მომავალში გადაწყდება.

არავითარი დაპირისპირება არ მომხდარა. შეიძლება, იყო გარკვეულ საკითხებზე მსჯელობა და აზრთა სხვადასხვაობა. არ ვიცი, მთავრობის ხელმძღვანელი თავისი კაბინეტის მინისტრებს სამუშაო ფორმატში რა თემებზე ესაუბრება, ეს არც გენერალური მდივნის საქმე არაა. მე ვარ ქალაქის მერი და მაქვს ჩემი დღის წესრიგი”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები