ოზურგეთში 50 ოჯახს ჰუმანიტარული დახმარება გადაეცა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა – ავთანდილ თალაკვაძემ, გუბერნატორ გიორგი ურუშაძესთან, საკრებულოს წევრებსა და „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებთან ერთად, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულა. ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, სოფლებში: ნატანებში, თხინვალში, შრომასა და მერიაში ადგილობრივებს სასურსათო პროდუქტები და სხვა საჭირო ნივთები გადასცეს.
„თანამოქალაქეებისგან მოვისმინეთ პრობლემები და საჭიროებები, რომელზეც რეაგირება უმოკლეს დროში მოხდება”, – აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.
ჰუმანიტარული დახმარება, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზებით, ჯამურად, 50 ოჯახს გადაეცემა.