ზაალ უდუმაშვილი: არსებულ ეპიდვითარებაზე პასუხისმგებელია არა მხოლოდ ტიკარაძე, არამედ – ხელისუფლება

“ნაციონალური მოძრაობის” წევრ ზაალ უდუმაშვილის შეფასებით, ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან წასვლა მმართველ პარტიაში განხეთქილებაზე მიანიშნებს.

მისი შეფასებით, დღეს ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებაზე პასუხისმგებელი არა მხოლოდ ეკატერინე ტიკარაძე, არამედ – მთლიანად ხელისუფლებაა.

„რთულია, გაიგო, მმართველი გუნდის კულუარებში რა ხდებოდა და ეკატერინე ტიკარაძე რატომ წავიდა თანამდებობიდან, მაგრამ ფაქტია, რომ დიდი ხანია, „ქართული ოცნების“ სხვადასხვა შტოს შორის დაპირისპირებაა.

ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტიკარაძე-ღარიბაშვილს შორის კარგი ურთიერთობები არ იყო, რაზეც სჯობს, მიზეზებზე თავად ისაუბრონ. ფაქტია, რომ ქვეყანაში კოვიდვითარება უმძიმესია, შედეგებიც ძალიან მძიმეა.

ხელისუფლება პანდემიის პერიოდში მოქმედებს საკუთარი პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე და არა იმის გათვალისწინებით, პანდემიის სამართავად რა იყო უკეთესი. არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებელია არა მხოლოდ ტიკარაძე, არამედ , ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, მათ შორის, პრემიერმინისტრი“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები