ამბროლაურში, სოფელ კრიხში მდინარე კრიხულასა და ხოტეურაზე ნაპირსამაგრები მოეწყო
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კრიხში მდინარე კრიხულასა და ხოტეურაზე ნაპირსამაგრები მოეწყო. ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, განხორციელებული სამუშაოები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა – ზვიად მხეიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ – ასლან საგანელიძემ, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
„პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.
სამშენებლო სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 330 000 ლარს შეადგენს, მ/წლის ივლისში დაიწყო და ნოემბერში დასრულდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.