ლევან ვარშალომიძე – სააკაშვილის ჯანმრთელობაზე: დღეს მართლაც სულ სხვა ადამიანია

“დღეს მართლაც სულ სხვა ადამიანია”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ვარშალომიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს.

“ექიმი არ ვარ, მაგრამ მიხეილ სააკაშვილს ვიცნობ 30 წელზე მეტია, ვიცი მისი ენერგია, მაგრამ დღეს მართლაც სულ სხვა ადამიანია. რაც მთავარია – მხნედაა, მიზანმიმართულია გამარჯვებისთვის. ვისაუბრეთ ბევრ თემაზე. აქ ყველა ვთანხმდებით, რომ სააკაშვილის მიმართ მიდის პოლიტიკური მართლმსაჯულება”, – თქვა ვარშალომიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები