დმანისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი უარყოფს თანაგუნდელების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, ის სუს-მა მოიტაცა

დმანისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ოპოზიციონერი რამიზ რამაზანოვი უარყოფს ინფორმაციას სუს-ის მიერ მის გატაცებაზე და აცხადებს, რომ საქართველოში ნათესავებთან იმყოფება. ამის შესახენ მან imedinews-ს განუცხადა.

„სტუმრად ვარ ჩემს ახლობლებთან, საქართველოში. ვინ მომიტაცა, ასეთი რამ არ არსებობს. ახლობლებთან ვარ და ყველაფერი კარგად არის“, – ამბობს რამიზ რამაზანოვი.

მანამდე, დმანისის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა ხელისუფლება შანტაჟსა და მუქარაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ სუს-მა მათი თანაგუნდელი, რამიზ რამაზანოვი გაიტაცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები