მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს არ დაესწრება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს არ დაესწრება.

როგორც სააკაშვილის ოფიციალურ “ფეისბუქ” გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

“ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ დავესწრები სასამართლო პროცესს.

ერთადერთი, რის გამოც აუცილებლად მინდოდა მოსვლა, იყო იმ ადამიანების გამხნევება და მხარდაჭერა, რომლებიც რამდენიმე თვეა, იჩაგრებიან ჩემ გამო.

ეს ადამიანები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ და დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს!”, – ნათქვამია მიმართვაში.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. აღნიშნული საქმის ფარგლებში, ბრალდება კიდევ 4 პირს აქვს წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები