მაია ზალდასტანიშვილი: კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები არ იკლებს, აცრილთა რაოდენობა არ მატულობს

“კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები არ იკლებს, აცრილთა შემთხვევები არ მატულობს სავალალოდ”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე, მაია ზალდასტანიშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, არსებული ინფორმაციით, „ომიკრონის“ შტამი მარტივად გავრცელებადია, თუმცა, მძიმე მიმდინარეობა არ ახასიათებს.

„საინტერესო ფაქტი გვიჩვენა „ომიკრონმა“ – საკმაოდ ბევრი მუტაცია განიცადა, ძალიან გავრცელებადია, საფრთხეს წარმოადგენს,  სამაგიეროდ, არ ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა. ეს ფაქტი რაღაც საიმედოს იძლევა იმ მხრივ, რომ თუ ავიცრებით და აცრილთა რაოდენობა ბევრი იქნება, ბოლოს და ბოლოს, გადაიქცევა სხვა კოვიდ-ინფექციების მსგავსად“, – განაცხადა ზალდასტანიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები