პრეზიდენტის რეზიდენციასთან სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართული აქცია დასრულდა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილი პლატფორმისა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრების საპროტესტო აქცია დასრულდა.

აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ, რისთვისაც 15:00 საათამდე მისცეს დრო, თუმცა, აღნიშნული შეხვედრა არ შედგა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი დროებით იშლებიან, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით კი აქციები პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები