ზაალ უდუმაშვილი: ეროვნული შერიგება გარდაუვალია, მაგრამ შერიგება ვერ მოხდება, ვიდრე სააკაშვილი პატიმრობაში იმყოფება

“ეროვნული შერიგება გარდაუვალი პროცესია, რომელიც უნდა მოხდეს საზოგადოებაში, თუ გვინდა, რომ წინ წავიდეთ და დავასრულოთ დაპირისპირება, მაგრამ ვერც შერიგება იქნება და ვერც კრიზისი დაიძლევა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი იმყოფება პატიმრობაში”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის გათავისუფლების გასაღები ხელისუფლების ხელშია.

„ეროვნული შერიგება არის გარდაუვალი პროცესი, რომელიც უნდა მოხდეს საზოგადოებაში, თუ გვინდა, რომ წინ წავიდეთ და დავასრულოთ დაპირისპირება, მაგრამ ვერც შერიგება იქნება და ვერც კრიზისი დაიძლევა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი იმყოფება პატიმრობაში. ეს უნდა შეიგნოს ყველამ, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტმა. ხელისუფლების ხელშია გასაღები სააკაშვილის გათავისუფლების, იქნება ეს სალომე ზურაბიშვილი, თუ სხვა იურიდიული ფორმა, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ამოცანაა, რომ სააკაშვილი გათავისუფლდეს. თუ ზურაბიშვილი სახელმწიფოებრივად აზროვნებს და მის ინტერესებშია, რომ პოლიტიკური კრიზისი დაიძლიოს, რა თქმა უნდა, ეს ბერკეტი უნდა გამოიყენოს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები