პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია იწყება

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან სამოქალაქო აქტივისტების აქცია იწყება.

მათი მოთხოვნა ზურაბიშვილთან შეხვედრა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პრეზიდენტს შეხვედრისთვის ვადას 15.00 საათამდე აძლევენ.

ადგილზე მივიდა პარლამენტის ყოფილი წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან”, დავით დარჩიაშვილი. მისი თქმით, ზურაბიშვილის ბერკეტი არის შეწყალება და მან ეს უნდა გამოიყენოს.

“ჩვენი სათქმელია, რომ თუკი ზურაბიშვილს გაუცნობიერებია თავისი როლი, როგორც ქვეყანაში გარკვეული შეთანხმების მაძიებლისა, მაშინ უნდა ესმოდეს, რომ ერთ-ერთი წყალგამყოფი დღეს ქვეყანაში არის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, ტყვეობა. მის მიმართ მოპყრობა, რომელიც საერთაშორისო დონეზე აღიარებული ორგანიზაციების მხრიდან შეფასებულია როგორც პოლიტიკური შურისძიება. ზურაბიშვილის ბერკეტი არის შეწყალების უფლება და ამის გამოყენება უნდა გადაწყვიტოს”, – განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები