კოვიდ19-მა სენაკის სოფელ ნოსირში დედა-შვილის სიცოცხლე იმსხვერპლა

კოვიდ19-მა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში მცხოვრები დედა-შვილის – ჯავახიების სიცოცხლე იმსხვერპლა.

რამაზ ჯავახია 40 წლის იყო, მარინე ჯავახია კი – 62 წლის.

სოფლის რწმუნებულის, გოგა ქორიძის თქმით, 40 წლის რამაზ ჯავახია ქუთაისში გარდაიცვალა, ხოლო დედა – თბილისში.

“მათი მდგომარეობა მძიმე იყო, მამაც უმძიმესია. როგორც ვიცი, აცრილები არ იყვნენ. რამაზი გაზის დისტრიბუციაში მუშაობდა, ძალიან კარგი ოჯახი. რა სამწუხაროა, მერამდენე ოჯახი ემსხვერპლა ამ მძიმე სენს”, – აცხადებს სოფლის რწმუნებული.

დედა-შვილის ცხედრები საცხოვრებელ სახლში უკვე გადაასვენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები