კახა კალაძე: მინდა, მჯეროდეს, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებიც ეცდებიან, საკუთარი აგური დადონ ამ ქალაქის განვითარებისა და აღმშენებლობის საქმეში

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის მთავრობის ახალი შემადგენლობა წარუდგინა. მერმა სიტყვით გამოსვლისას იმედი გამოთქვა, რომ, კონკურენციის მიუხედავად, პოლიტიკური ოპონენტებიც ეცდებიან, ქალაქის განვითარებასა და აღმშენებლობაში საკუთარი წვლილი შეიტანონ.

„მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“ არაა უბრალო სიტყვები. ეს არის კონკრეტული ხედვა, თუ როგორ მიგვაჩნია ამ ქალაქის განვითარება, როგორ წარმოგვიდგენია ჩვენი დედაქალაქი ოთხი წლის შემდეგ. მწამს, რომ დღეს, მით უმეტეს, მსოფლიო პანდემიის ფონზე, სწორედ ეს თითოეული უბნის, ამ უბნებში მცხოვრები თითოეული ადამიანის კეთილდღეობა, ქალაქის მასშტაბით შექმნილი ყველა სიკეთის თითოეულ ადამიანამდე მიტანა, უნდა იყოს ჩვენი მიზანიც და მთავარი საზრუნავიც. გულწრფელად მინდა, მჯეროდეს, რომ პოლიტიკური კონკურენციის, სამწუხაროდ, ხშირად დაპირისპირების მიუხედავადაც კი, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებიც ეცდებიან, რომ საკუთარი აგური დადონ ამ საქმეში – ქალაქის განვითარებასა და აღმშენებლობაში. შესაძლოა, ამგვარ ერთიანობას, პასუხისმგებლობიან, პატრიოტულ მიდგომას დღეს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ოდესმე, რადგან არც ჩვენს ქვეყანას, არც ჩვენს ხალხს და არც თბილისს დასაკარგი დრო ნამდვილად აღარ აქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები