გია ვოლსკი: “ნაცმოძრაობას“ რევოლუციის გეგმა აქვს, ამ ვითარებაში ყოველგვარ შერიგებაზე ლაპარაკი მლიქვნელობაა

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი ეროვნულ შერიგებასთან დაკავშირებით მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” გეგმა რევოლუციაა და ამ პირობებში შერიგებაზე ლაპარაკი მლიქვნელობაა.

„ეროვნული შერიგება უნდა შედგეს, საჭიროა კიდეც და თაობაც უნდა შეიცვალოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოლიტიკური პარტიების რიტორიკა შეიცვლება. „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი გეგმა არსებობს დესტაბილიზაციის, რევოლუციის. ამ ვითარებაში ყოველგვარ შერიგებაზე ლაპარაკი არის მლიქვნელობა, რომ ვინმეს თავი მოაწონო და რეალური გეგმების შეფუთვა მოხდეს. შერიგებას მუშაობა სჭირდება გარკვეულ საკითხებზე. პიროვნული ურთიერთობების აღდგენა-გამყარება-ჩახუტება, ეს ის რესურსი არ არის, რაც დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრს გააჩნია. არსებობს კანონი, კონსტიტუცია და ამის ირგვლივ პოზიციები უნდა ჩამოყალიბდეს, მაგრამ რეალურად, საზოგადოების უდიდესი ნაწილი არ მიესალმება იმას, რომ შერიგების ფორმატში დამნაშავე სააკაშვილი განთავისუფლებული იყოს პასუხისმგებლობისგან, ეს არის ამოსავალი წერტილი და მთავარი თემა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ მიჰყვება თავისი გეგმების სარეალიზაციოდ და საერთოდ არ აინტერესებს, საზოგადოებაში რა მდგომარეობა იქნება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები