სეს-მ ხორცის 6 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარულ ბაზრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ხორცის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, „გვირაბში“, სადაც წინა წლებში ხშირად აღინიშნებოდა დარღვევები.

შემოწმებული 10 ობიექტიდან, კრიტიკული შეუსაბამობების გამო, დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა 6 ბიზნესოპერატორს (5 ინდმეწარმეს და შპს „დანტეს“). ინსპექტირების შედეგად, დაილუქა გაურკვევლი წარმომვლობის 40 კილოგრამი ხორცი, რომელიც, კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით განადგურდა, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები