გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 86 წლის ქალი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ მუკუზანში, ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ქალი გზის გადაკვეთას ცდილობდა, რა დროსაც მსუბუქი მანქანა დაეჯახა. ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები