ირაკლი ლატარია: ეკონომიკის ზრდა სახეზეა, ჩვენ ვხედავთ პრაქტიკულ ცვლილებებს და არა – ზეპირ შეპირებებს

“ეკონომიკის ზრდა სახეზეა”, – ასე შეაფასა “კვირასთან” საუბრისას ექსპერტმა, ირაკლი ლატარიამ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადებები, რომელიც 2022 წლის ბიუჯეტს ეხება.

მისივე თქმით, საზოგადოება პრაქტიკულ ცვლილებებს ხედავს.

“დღევანდელი ინიციატივა და, რაც მთავარია, რეალური რიცხვები გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ იანვრიდან ბიუჯეტის ზრდის საფუძველზე იზრდება პენსიები, იზრდება სოციალური დახმარებები, იზრდება ვეტერანების დაფინანსება და ასევე, რაც აუცილებლად ყურადღება მისაქცევია, იზრდება ყველა საჯარო მოხელის ხელფასი – ეს ყველა ზრდა იმაზე მეტყველებს, რომ ეკონომიკის ზრდა სახეზეა და არა მხოლოდ  ფურცელზე, რადგან ჩვენ ვხედავთ პრაქტიკულ ცვლილებებს და არა – ზეპირ შეპირებებს”, – განაცხადა ლატარიამ.

ცნობისთვის, პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: “როგორც იყო ჩვენი დაპირება – მომავალი წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს საჯარო სექტორში ხელფასების მატებას, დაახლოებით, 10%-ის ოდენობით. ეს არ იქნება ერთჯერადი ცვლილება, ეს მომდევნო წლებშიც გაიზრდება”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები