ზაალ უდუმაშვილი: “ქართული ოცნება” ცდილობს, საკონსტიტუციო ცვლილებებზე უარი თქვას და ისრები 2024 წლისთვის გადაიტანოს, რაც არ გამოვა
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი ცდილობს, საკონსტიტუციო ცვლილებებზე უარი თქვას და ისრები 2024 წლისთვის გადაიტანოს.
“ქართული ოცნების“ მხრიდან ადგილი აქვს საერთაშორისო პარტნიორებისა და შარლ მიშელის დოკუმენტის კიდევ ერთხელ „გადაგდების“ მცდელობას. პირველი მოსმენით დამტკიცებული საკონსტიტუციო ცვლილებები ითვალისწინებს 2-პროცენტიან საარჩევნო ბარიერს, პროპორციულ არჩევნებს და ეს მოიცავს ვადამდელ არჩევნებსაც. ახლა „ქართული ოცნება“ ცდილობს, ამ ცვლილებებზე უარი თქვას და ისრები 2024 წლისთვის გადაიტანოს, რაც ასე არ გამოვა. დოკუმენტიდან ასე თვითნებურად ვერავინ გადის, ვიდრე შარლ მიშელის დოკუმენტი შესრულებული არ იქნება. პარტნიორები ბოლომდე იბრძოლებენ, რათა პროექტი არსებული სახით იყოს მიღებული“, – განაცხადა უდუმაშვილმა.