შალვა პაპუაშვილი: საერთაშორისო რჩევებიც უნდა ეფუძნებოდეს არა იმას, რომელ პარტიას რა აწყობს ან არ აწყობს, არამედ იმას, რა არის კარგი ქართული დემოკრატიისთვის

“ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებს, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, გამოეხმაურა.

პაპუაშვილის თქმით, საერთაშორისო პარტნიორების რჩევები უნდა ეფუძნებოდეს იმას, თუ რა არის კარგი ქართული დემოკრატიისა და პლურალიზმისთვის.

“რაც შეეხება პლურალიზმის უზრუნველყოფას, ესეც ევროპული საუკეთესო სტანდარტია, რომ 5 პროცენტამდე ყველა ბარიერი უზრუნველყოფს სათანადო პლურალიზმს, რაც შეეხება კონკრეტულად ბარიერს, ეს არის ქართული პოლიტიკური ძალების, პარტიების გადასაწყვეტი საკითხი, აქ არ არსებობს რაიმე საერთაშორისო სტანდარტი გარდა იმისა, რომ 5- ზე მაღალი პროცენტი მიღებულია, რომ არის მაღალი ბარიერი, რაც შეეხება 5- მდე ბარიერს, ეს არის საკითხი, რომელიც უნდა გადაწყვიტონ პარლამენტის წევრებმა. ჩვენ ბარიერი უნდა დავადგინოთ არა იმიტომ, თუ რომელ პარტიას რა მოსწონს ან აწყობს, მათ შორის, საერთაშორისო რჩევებიც უნდა ეფუძნებოდეს არა იმას, რომელ პარტიას რა აწყობს ან არ აწყობს, არამედ იმას, რა არის კარგი ქართული დემოკრატიისთვის, პლურალიზმისა და სტაბილურობისთვის,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები