ამირან სალუქვაძე: დღევანდელმა ხელისუფლებამ უცხოეთში 14-ჯერ მეტი სტუდენტი გაუშვა

ანალიტიკოსი, ამირან სალუქვაძე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას, რომლის თანახმად, მან პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ქართველი სტუდენტების უცხოეთში გასაშვებად 6 მილიონზე მეტი გადარიცხა.

„სააკაშვილის გუშინდელი მორიგი დაყვედრების პასუხად, 6,3 მილიონი გადავრიცხე, თქვენ რამდენი გადარიცხეთო, რომ დაიყვირა:
უცხოეთში გასული სტუდენტების რაოდენობა:
2007-2012 წლებში – 574;
2013-2021 წლებში – 8 101.
2014 წელს ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შეიქმნა განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომელმაც დღემდე, სტუდენტთა უცხოეთში სწავლების დასაფინანსებლად 44 მილიონი ლარი გადარიცხა.

ანუ დღევანდელმა ხელისუფლებამ 14-ჯერ მეტი სტუდენტი გაუშვა და 7-ჯერ მეტი თანხა გადარიცხა.
რა უნდა ქნან ახლა, უნდა გვაყვედრონ? ვალდებულები არიან და აკეთებენ. თქვენ კი მრჩევლები გამოცვალეთ.
2 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურში გამოფხიზლებულმა ნაცმოძრაობამ სასწაული დაპირება გასცა, ყოველ წელს საზღვარგარეთ 100 სტუდენტს დავაფინანსებთო. ყოველ წელს განათლების სახელმწიფო 900 სტუდენტს აგზავნის, 900-ს.

ახლა ხვდებით, რამდენად აცდენილები ხართ რეალობას თქვენს მომხრეებთან ერთად?
P.S. 1. 2014 წელს ცენტრს ჰქონდა 3 სასტიპენდიო სქემა, დღეისათვის უკვე აქვს 12 სქემა და იგეგმება ახალი პროგრამების დამატება.

2. სააკაშვილის გამოსვლის და 9-მილიონიანი საქმის შეფასებას მოგვიანებით შემოგთავაზებთ”, – წერს ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები