საქსტატის მონაცემებით, კომუნალური გადასახადები 11.5-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.5 პროცენტი შეადგინა.

მათივე ცნობით, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირის ჯგუფში 11.5 პროცენტიანი
მატებაა, რაც 1.68 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე.

“საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 11.5 პროცენტიანი
მატება, რაც 1.68 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:
ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (14.2 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე
მოვლა და შეკეთება (7.2 პროცენტი), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა
მომსახურება (4.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა საცხოვრებლის ფაქტიურ გადასახადზე
(-2.0 პროცენტი)”,- აღნიშნულია საქსტატის მონაცემებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები