მიხეილ სარჯველაძე – სააკაშვილზე: უცნაური ინტერპრეტაციები იყო შემოთავაზებული, რომ საიდუმლო ხარჯებითა და დოკუმენტებით შეიძლება შვილის განათლების ხარჯის დაფინანსება და ასე შემდეგ, თითქოს, ეს კავშირში არ არის კორუფციასთან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
დეპუტატის შეფასებით, ექსპრეზიდენტმა უცნაური ინტერპრეტაციები გააჟღერა საბიუჯეტო თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით და ცდილობდა, ეს არაკორუფციულად გამოეყვანა.

„უცნაური ინტერპრეტაციები იყო შემოთავაზებული იმასთან დაკავშირებით, რომ საიდუმლო ხარჯებითა და დოკუმენტებით შეიძლება შვილის განათლების ხარჯის დაფინანსება და ასე შემდეგ, თითქოს, ეს კავშირში არ არის კორუფციასთან. რა თქმა უნდა, ეს სწორი არ არის, რომ აღარაფერი ვთქვათ ბოტოქსებსა და კურსებზე, რომელიც მან გაიარა. მართლაც უცნაურად გამოიყურებოდა ასეთი განმარტებები“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები