გია ვოლსკი: საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ იქნება მიღებული, თუკი ყველა არ შევიკრიბებით – დაძაბულობის და დაპირისპირების პირობებში თანამშრომლობა რთულია

“საკონსტიტუციო ცვლილებები ვერანაირად ვერ იქნება მიღებული, თუკი ყველა არ შევიკრიბებით, თუ არ იქნება კვორუმის ის რაოდენობა, რომლითაც უნდა გადავწყვიტოთ ცვლილება იქნება თუ არ იქნება”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, დაპირისპირების პირობებში პოლიტიკურ მხარეებს შორის თანამშრომლობა რთულია.

„მე მაგალითად, მიმაჩნია, რომ ბარიერი დაბალი უნდა იყოს, ჩემს გუნდში ზოგს მიაჩნია, რომ მაღალი უნდა იყოს, სხვას, საზოგადოების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ბარიერი თუ დაბალი იქნება, მაშინ დავუბრუნდებით იმ პარლამენტს, რომელიც გვქონდა 90- იანი წლების დასაწყისში, სადაც უამრავი პარტია იყო გათითოკაცებული და მუშაობა არ ჰქვია იმას, მიდიოდა აყალ-მაყალი. ოპოზიციას მიაჩნია, რომ პროპორციული რიგგარეშე არჩევნები ხვალ უნდა ჩატარდეს, ეს თემა არ არის სალაპარაკო, მოვხსენით ეს საკითხი. საკონსტიტუციო ცვლილებები ვერანაირად ვერ იქნება მიღებული, თუკი ყველა არ შევიკრიბებით, თუ არ იქნება კვორუმის ის რაოდენობა, რომლითაც უნდა გადავწყვიტოთ ცვლილება იქნება თუ არ იქნება. ამ პირობებში, დაძაბულობის და დაპირისპირების ამ ხარისხში, თანამშრომლობა რთულია, მაგრამ არის საქმეები, რაც სახელმწიფოს ეხება”, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები