მიხეილ სააკაშვილის ძმა: მიშა არის მართალი – იმედი მაქვს, რომ მას მალე ვიხილავთ გისოსებს გარეთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმის, გიორგი სააკაშვილის თქმით, ის საქმეები რასაც მიხეილ სააკაშვილს ედავებიან, პოლიტიკურად მოტივირებულია.

გიორგი სააკაშვილი იმედოვნებს, რომ მისი ძმა პატიმრობიდან მალე გათავისუფლდება.

“რა თქმა უნდა, ეს რომ პოლიტიკურად მოტივირებულია ეჭვგარეშეა. ვინაიდან დღევანდელი საქმე ეხება ბიუჯეტის გაფლანგვას, პიჯაკების საქმეს რომ ეძახიან. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, მიშა არის აბსოლუტურად მართალი. დღეს მიეცემა საშუალება, რომ სიტყვა წარმოთქვას და დარწმუნებული ვარ, რომ არგუმენტირებულად ახსნის, რომ აბსოლუტურად არის შეთითხნილი ეს ბრალდებები და იმედი მაქვს, რომ მიშა სააკაშვილს მალე ვიხილავთ გისოსებს გარეთ”,- განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

ცნობისთვის, თანხების გაფლანგვის საქმეზე, რომელზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია ბრალდებული, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს პროცესი იმართება. თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები