სტოლტენბერგი: ნატო-ს მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევია

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ეს მხარდაჭერა ურყევია.

„საქართველო და უკრაინა ნატო-ს ხანგრძლივი და ახლო პარტნიორები არიან. ნატო მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ეს მხარდაჭერა ურყევია. მზად ვართ, ჩვენი მხარდაჭერა გავაძლიეროთ. ჩვენ უკვე ვაძლიერებთ საქართველოსა და უკრაინის თავდაცვისუნარიანობას, ერთად ვატარებთ წვრთნებს. ასევე განვიხილეთ რეფორმების წინ წაწევისა და დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაძლიერების საკითხი. ეს რეფორმები მნიშვნელოვანია და საქართველოსა და უკრაინას უფრო ძლიერს გახდის“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები