გიორგი ღიბრაძემ განმარტა, თუ რა შემთხვევაში ენიჭება მოქალაქეს ე.წ. მწვანე სტატუსი

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განმარტა, თუ რა შემთხვევაში ენიჭება მოქალაქეს ე.წ. მწვანე სტატუსი.

“ეს არის 3 სხვადასხვა შემთხვევა – როდესაც ადამიანი არის სრულად ვაქცინირებული, ანუ გაკეთებული აქვს ვაქცინის ორი დოზა; როდესაც გატესტილია და გატესტვის შემთხვევაში შესაძლებელია იყოს ორი ვარიანტი – 72 საათის ვალიდურობის PCR ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი და როდესაც პიროვნებას აქვს გადატანილი კოვიდ-ინფექცია. ამ შემთხვევაში მას ენიჭება “მწვანე სტატუსი”, – აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები