დღეიდან რეგიონებში „სოკარ ჯორჯია გაზის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, 1მ3 ბუნებრივი გაზს 20 თეთრით აძვირებს. ახალი ტარიფით 1მ3 ბუნებრივი გაზის ღირებულება ერთი ლარი და 15 თეთრი იქნება.
გაზის ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება 2 ნოემბერს გაავრცელა. „სოკარ ჯორჯია გაზის” განცხადებით, ფასის კორექტირების აუცილებლობა მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების გაზრდისა და ენერგომატარებლების მსოფლიო ფასის ცვლილებით იყო განპირობებული.