არჩილ თალაკვაძე: კარგია, რომ ოპოზიციის დიდმა ნაწილმა სააკაშვილის აბსურდული კამპანია არ გაიზიარა
„მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა დაინახა, რომ თავის პარტიაშიც კი არ სჯერათ, რომ გათავისუფლება არის შესაძლებელი იმ გზებით, როგორსაც აკეთებს, გააკეთა ეს პოლიტიკური სვლა”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე მესამე პრეზიდენტის მოწოდებას, რომ მისი გათავისუფლების თაობაზე საზოგადოებრივი კომიტეტი შეიქმნას.
მისივე თქმით, კარგია, რომ ოპოზიციის დიდმა ნაწილმა სააკაშვილის აბსურდული კამპანია არ გაიზიარა.
„მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა დაინახა, რომ თავის პარტიაშიც კი არ სჯერათ, რომ გათავისუფლება არის შესაძლებელი იმ გზებით, როგორსაც აკეთებს, გააკეთა ეს პოლიტიკური სვლა. გათავისუფლების კამპანიის რეფორმას აანონსებს თავისივე პარტიაში, ამისთვის ქმნის ახალ პროექტს, ცდილობს, ყურადღება გადაიტანოს იმ ჩაფლავებული ფრონტის ჩამოყალიბებიდან, რომელსაც ის ცდილობდა. კარგია, რომ ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ეს აბსურდული კამპანია არ გაიზიარა და არ ჩაერთნენ იმ წაგებულ თამაშში, რომელშიც სააკაშვილმა ოპოზიცია ბოლო წლებში რამდენჯერმე შეიყვანა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ მიმართვა გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, იმედი აქვს, რომ მისი თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტი უახლოეს დღეებში შეიქმნება.