გია ვოლსკი: სააკაშვილის სიტყვები დრომოჭმული იმპერატორის განცხადებებს ჰგავდა
“მიხეილ სააკაშვილის სიტყვები დრომოჭმული იმპერატორის განცხადებებს ჰგავდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ილაპარაკა დემოკრატიაზე”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილს ახალი არაფერი უთქვამს.
„ახალი არაფერი თქმულა, გარდა იმისა, რომ სააკაშვილმა დაადასტურა – რა სადისტიც იყო ადამიანური თვალსაზრისით, მასში არაფერი შეცვლილა. საკმარისია, რაღაც სადავე ჩაიგდოს ხელში, ზუსტად იმავე მეთოდით და კიდევ უარესით გააგრძელებს ცხოვრებას. ეს ყველამ ვიცოდით. მაგრამ არა მგონია, მხოლოდ ეს განცხადებები იყო რაიმე აღმოჩენა“, – განაცხადა ვოლსკიმ.