ამირან სალუქვაძე – სააკაშვილზე: საერთოდ ვერაფერი გაიგო, რისთვის გადაირჩია ხალხმა
ექსპერტი, ამირან სალუქვაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
“საერთოდ ვერაფერი გაიგო, რისთვის გადაირჩია ხალხმა. 7 ნოემბერი აღიარა, ოღონდ ბადრის დააბრალა. ასევე, დააბრალა პოლიციას, გამოუცდელი იყოო. თავდაცვის მინისტრ კეზერაშვილს რა უნდოდა რუსთაველზე, ჯართან ერთად? კარგია, რომ პირდაპირი აჩვენეს და მოვისმინეთ”, – წერს სალუქვაძე.