მიხეილ სააკაშვილის დედა და ადვოკატები სასამართლოში შეუშვეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პროცესი უნდა გაიმართოს, მისი ადვოკატები და დედა, გიული ალასანია ცოტა ხნის წინ შეუშვეს.

დაცვის მხარე და გიული ალასანია სასამართლოში შესვლის ნებართვას, დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში ელოდებოდნენ.

სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე სააკაშვილის მხარდამჭერის აქცია მიმდინარეობს, ისმის შეძახილები – “თავისუფლება მიშას!”.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები