თამთა მეგრელიშვილი: ნოდარ მელაძე, დაგიძველდა “პროფესიული ბრძოლის” მეთოდები

‘ნოდარ მელაძე, დაგიძველდა “პროფესიული ბრძოლის” მეთოდები…გადაცემაში გასული სიუჟეტის შინაარსი მხოლოდ ცალმხრივი ვარაუდებია და პროკურატურის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად”, – ამის შესახებ საჯარო მმართველობის დოქტორი, თამთა მეგრელიშვილი ტელეკომპანია „პირველის“ სიუჟეტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

“სიუჟეტის მომზადებისას დაშვებული შეცდომები:

ჟურნალისტებმა არ ითანამშრომლეს
საქართველოს პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურთან;

სიუჟეტში გასული თემის ირგვლივ
საქართველოს პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურთან
არ დასმულა არცერთი კითხვა
როცა ჟურნალისტები ინფორმირებულნი იყვნენ, რომ საქართველოს პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახური მზად იყო სიუჟეტში გაჟღერებულ საკითხებზე,კითხვებზე გაეცა ამომწურავი პასუხები;

ანონსში აქცენტირებული პირების პოზიცია არ გაჟღერებულა გადაცემაში;

ორმხრივი თანამშრომლობის გარეშე სიუჟეტი გამოვიდა სუბიექტური და ცალმხრივი, როცა შეიძლებოდა ყოფილიყო ობიექტური, ბევრად ეთიკური და დააკმაყოფილებდა პროფესიული სტანდარტსაც.

და მაინც პროკურატურის წინააღმდეგ ცილისწამებლური და სიძულვილის კამპანიის წარმოება ვერ გადაარჩენს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც
ორ საქმეზე – “გირგვლიანის’ და “გელაშვილის” უკვე მსჯავრდებულია
და კიდევ ორ საქმეზე – “7 ნოემბრის” და “9 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეები მსვლელობაშია.

სამწუხაროდ, მსგავსი ცალმხრივი სიუჟეტებით თქვენ აზიანებთ მხოლოდ საკუთარ თავს თქვენივე პროფესიაში.

სამართალი მაინც თავის გზაზე მიდის”, – წერს მეგრელიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები