ივანე ჩხაიძე: 9 და 10 ათასი ვაქცინირებული არ არის ის რიცხვი, რომელიც ქვეყანას სჭირდება

“სამწუხაროდ, 9 და 10 ათასი ვაქცინირებული არ არის ის რიცხვი, რომელიც ქვეყანას სჭირდება”, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

ჩხაიძე, მძიმე ეპიდვითარების ფონზე, კვლავ ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობს.

“გუშინ 9 000-ზე მეტი ადამიანი იყო ვაქცინირებული, რა თქმა უნდა, განსხვავება არის იმ პერიოდთან განსხვავებით, სანამ ეს სისტემები ამოქმედდებოდა, მაგრამ ისმის კითხვა, არის თუ არა ეს რიცხვი საკმარისი იმისათვის, რომ საქართველომ წარმატებით გააკონტროლოს პანდემია. სამწუხაროდ, 9 და 10 ათასი ვაქცინირებული არ არის ის რიცხვი, რომელიც ქვეყანას სჭირდება”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

Stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ვირუსს 74 ადამიანი ემსხვერპლა, 4 534 კი – დაინფიცირდა. გასულ დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 3 742 პაციენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები