ბიძინა კულუმბეგოვი: რაც მეტი ადამიანი იქნება ვაქცინირებული, მით ნაკლები გვეყოლება დაავადებულიც და გარდაცვლილიც

საქართველოში ეპიდვითარება დრამატულია, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

მისი თქმით, რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება, მით უფრო ნაკლები გარდაცვლილი გვეყოლება.

„საქართველოში ეპიდვითარება დრამატულია, მივდივართ იმ გზისკენ, როდესაც მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ამ ინფექციას გადაიტანს. რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ვაქცინირებული, მით ნაკლები გვეყოლება დაავადებულიც და გარდაცვლილიც. ვაქცინაციის წამახალისებელი ღონისძიებები, რაც მივიღეთ, კარგია. თუ გვინდა, რომ მძიმე დაავადებების შემთხვევები და სიკვდილობა შემცირდეს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ასაკოვანი ადამიანების ვაქცინაცია იყო უფრო მეტი“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები