ანგელა მერკელი მომავალ მთავრობას კოვიდპანდემიის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი, რომელიც თანამდებობის დასატოვებლად ემზადება, თავის მომავალ კოლეგას და სამთავრობო გუნდის წევრებს მოუწოდებს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები კოვიდპანდემიის წინააღმდეგ, რადგან ქვეყანაში სულ უფრო მეტი ადამიანი ავადდება „კოვიდ-19“-ით. ეს კი ყოველდღიურად გარდაცვალების სტატისტიკაზე უარყოფითად აისახება.

გუშინ გერმანიაში კოვიდინფექციის გამო 391 ადამიანი გარდაიცვალა, ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 100 ათასს გადააჭარბა.
ანგელა მერკელმა, რომელიც თანამდებობას მომდევნო თვეში დატოვებს, განაცხადა, რომ „ერთი დღეც კი გადამწყვეტია არსებული ვითარების გათვალისწინებით“. მან ახალი მთავრობის წევრებს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად ახალი შეზღუდვების დაწესებისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ გერმანია კოვიდპანდემიის „მეოთხე ტალღას“ ებრძვის, ვირუსის გავრცელების სტატისტიკა რეკორდულ ნიშნულზეა, ქვეყნის ჰოსპიტალური სექტორი კი, პაციენტების სიმრავლის გამო, შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობს.

წყარო: https://www.bbc.com/news/live/world-59426277

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები