კემეროვოს მაღაროში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა – რეგიონში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

კემეროვოს მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 52-მდეა გაზრდილი, 63 დაშავებულია. დაღუპულთა შორის 6 სამთომაშველია.

მედიის ცნობით, სულ აფეთქების მომენტში მაღაროში 287 მეშახტე იმყოფებოდა, 239-ის გადარჩენა მოხერხდა.

ამჟამად 49 ადამიანი საავადმყოფოში იმყოფება

მომხდარის მიზეზი, სავარაუდოდ მეთანის აფეთქება გახდა.

კემეროვოს რეგიონში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები