ევროკომისია 1-ელი მარტიდან ევროკავშირში მესამე ქვეყნებიდან შესვლას ამარტივებს – ინდივიდუალური ვაქცინაცია აუცილებელია

 

ევროკომისია გამოდის ინიციატივით, რომ 2022 წლის 1-ელი მარტიდან ევროკავშირის სივრცეში მხოლოდ იმ პირებს შეეძლოთ მოხვედრა, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო, ევროკავშირის მიერ აღიარებული პრეპარატით იქნებიან აცრილი.

ამის შესახებ ევროკომისარმა, ილვა იოჰანსონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დღეს ევროკომისიაში გადავწყვიტეთ, რომ 1-ელი მარტიდან გვექნება ევროკავშირში მესამე ქვეყნებიდან შესვლის ახალი წესები. დღეს შესაძლოა, მესამე ქვეყნებიდან გადაუდებელი მოგზაურობები განხორციელდეს, ხოლო რაც შეეხება ტურისტულ მოგზაურობებს, დღეს გვაქვს ქვეყნების სია, საიდანაც ევროკავშირის ქვეყნებში რეკომენდებულია შესვლა. მასში 20-მდე სახელმწიფოა მოხვედრილი. თუმცა, ახლა უკვე გადავდივართ ქვეყნების მიდგომიდან – ინდივიდუალურ მიდგომებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა აცრილი ადამიანი შეძლებს ევროკავშირში მოხვედრას“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, საუბარია ვაქცინებზე, რომლებიც „ევროკომისიის მიერ არის ავტორიზებული“ ევროკავშირში ცენტრალიზებული გამოყენებისთვის. ევროკომისრის თქმით, აცრის შესახებ ინფორმაცია ძალაში მხოლოდ 9 თვის განმავლობაში იქნება.

ევროკომისია ასევე რეკომენდაციას აძლევს ევროკავშირის ქვეყნებს მიიღონ ისინი, ვინც აცრილი იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული პრეპარატებით, მაგრამ – PCR ტესტზე უარყოფითი პასუხის საფუძველზე.

ასევე, შესვლა შესაძლებელი იქნება მათთვის, ვინც კორონავირუსი გადაიტანა, თუმცა, აქაც PCR ტესტის სანაცვლოდ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები