კემეროვოს მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა, დაშავებულთა კი – 60-მდე

რუსეთში, კემეროვოს რეგიონში, “ლისტვიაჟნაიას” მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდეა გაზრდილი, ხოლო დაშავებულთა 60-მდე.

ამის შესახებ მედიას კუზბასის გუბერნატორმა უთხრა.

აღიმნიშნება, რომ დაკვამლიანების დროს მაღაროში 285 მეშახტე იმყოფებოდა.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ 43 მაღაროელი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა, 41-ის – მსუბუქი და საშუალო სიმძიმის.

თუმცა, სამძებრო სამუშაოები კიდევ ერთი აფეთების საფრთხის გამო შეჩერებულია, მაშველები ტერიტორიიდან გაჰყავთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები