ზაალ უდუმაშვილი: სააკაშვილის გათავისუფლების საკითხში საზოგადოების სხვადასხვა ფენა უნდა ჩაერთოს
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ზაალ უდუმაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საინიციატივო ჯგუფი უნდა შეიქმნას, ვინც ექსპრეზიდენტის გათავისუფლების კამპანიაზე იმუშავებს.
უდუმაშვილი მიიჩნევს, რომ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებაში საზოგადოების ყველა ფენა უნდა ჩაერთოს.
“მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი, ვფიქრობ, არ არის რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მიზანი, ამ პროცესში უნდა ჩაერთოს საზოგადოების სხვადასხვა ფენა და, ბუნებრივია, ამას ემსახურება ის ინიციატივა, რომელიც გაჟღერდა. რაც შეეხება საზოგადოებრივ კომიტეტს, ინდივიდუალურად გადაწყვეტს ყველა პარტია, შეუერთდება თუ არა ამ კომიტეტს”, – აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.