გერმანიაში სურთ, რომ არჩევნებში ხმის მიცემის ასაკმა 16 წლამდე დაიწიოს

გერმანიაში ახალ საპარლამენტო კოალიციას სურს, არჩევნებში ხმის მიცემის ასაკმა 16 წლამდე დაწიოს.

ამის შესახებ კოალიციურ შეთანხმებაშია ნათქვამი.

დოკუმენტი მოიცავს ბევრ სიახლეს, დაწყებული კლიმატის გეგმებიდან, სამოქალაქო უფლებების ცვლილებებამდე. მაგალითად, ერთ-ერთი მათგანია 16 წლამდე მოქალაქეებისთვის არჩევნებში ხმის უფლების დაწევა.

გარდა ამისა, მომავალ კოალიციას სურს, 16 წლამდე შეამციროს ხმის მიცემის ასაკი ევროპარლამენტის არჩევნებშიც, ასევე, გაამარტივოს ხმის მიცემის პროცედურა საზღვარგარეთ მცხოვრები გერმანელებისთვის.

ასევე, ახალი კოალიცია კანცლერის უფლებამოსილების ვადის შემცირებას გეგმავს.

„ჩვენ შევქმნით ახალ კომისიას ფედერალური საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმისა და საპარლამენტო მუშაობის მოდერნიზაციის შესახებ. კომისია ყურადღებას გაამახვილებს პარლამენტში ქალისა და მამაკაცის თანაბარი წარმომადგენლობის მიზანზე და განიხილავს საკანონმდებლო ბაზას.

კომისია ასევე განიხილავს წინადადებებს არჩევნების თარიღების გაერთიანების, საკანონმდებლო ვადის ხუთ წლამდე გახანგრძლივებისა და ფედერალური კანცლერის უფლებამოსილების ვადის შეზღუდვის შესახებ“, – ნათქვამია კოალიციური შეთანხმების ტექსტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები