პაატა იმნაძე: იმედი მაქვს, რეგულაცია, რომლის მიხედვითაც კოვიდგადატანილებს „მწვანე სტატუსი” მუდმივად ექნებათ, შეიცვლება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის მოსაზრებით, რეგულაცია, რომლის მიხედვითაც კოვიდგადატანილებს საქართველოში „მწვანე სტატუსი“ მუდმივად ექნებათ, შესაცვლელია.

“ქვეყანაში რეინფიცირების უკვე 5 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ასე რომ, სამწუხაროდ, კოვიდის გადატანა არ იძლევა გარანტიას, რომ კოვიდი ისევ არ დაგემართებათ. კიდევ დაგროვდება სამედიცინო მტკიცებულებები და იმედი მაქვს, ეს (რეგულაცია) შეიცვლება“, – განაცხადა იმნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები