ეკატერინე ტიკარაძე: სიკვდილიანობას ამცირებს ვაქცინაცია და მნიშვნელოვანია, რომ 60 წელს ზევით მოქალაქეები მაქსიმალურად აცრილები იყვნენ

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში კოვიდსტატისტიკა საკმაოდ მძიმეა.

მისივე თქმით, სიკვდილიანობის შესამცირებლად მნიშვნელოვანია აცრა.

„კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 60 წელს გადაცილებული ადამიანები, ვიანიდან როგორც საქართველოს, ისე ნებისმიერი სხვა ქვეყნის სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ სწორედ ამ ასაკში არის მაღალი მაჩვენებელი ჰოსპიტალიზაცის, რეანიმაციაში განთავსებისა და ლეტალობის მხრივ. სხვა ქვეყნების მაგალითზე ვხედავთ, რომ 60 წელს ზევით მოქალაქეებში აცრილების რაოდენობა 90%-ზე მეტი აქვთ. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ საქართველოც უნდა დარჩეს თავის თავდაპირველ გეზზე, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ 60 წელს ზევით მოსახლეობა მაქსიმალურად უნდა ავცრათ. სტატისტიკა, რა თქმა უნდა, საკმაოდ მძიმე არის. თუმცა, ბოლო ერთი კვირის მანძილზე ვაკვირდებით, რომ ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი – RT ერთზე დაბალია, კონკრეტულად დღეს – 0,91 არის, რაც დამაიმედებელია. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ეს ნიშნული შენარჩუნდეს და კიდევ უფრო დაწეული იყოს იმისათვის, რომ ჰოსპიტალური სექტორი გაუმკლავდეს მოცემულ რიცხვებს. რაც შეეხება სიკვდილიანობას, სიკვდილიანობას ამცირებს ვაქცინაცია და მნიშვნელოვანია, რომ 60 წელს ზევით მოქალაქეები მაქსიმალურად აცრილები იყვნენ და ეს მაქსიმალური რიცხვი ჩემთვის პირადად არის 90%“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები