გერმანიაში კოვიდინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა

დღეს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, გერმანიაში „კოვიდ-19“-ის ინფექციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, 100 ათასზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.

გერმანიის დაავადებათა კონტროლის სააგენტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ინფექციას დამატებით კიდევ 351 ადამიანი ემსხვერპლა.

გერმანია დასავლეთ ევროპის მეხუთე ქვეყანაა, სადაც პანდემიის დაწყებიდან კოვიდინფექციით 100 ათასზე მეტი ადამიანის გარდაცვალება დადასტურდა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში უკვე რამდენიმე დღეა, სამთავრობო წრეებში, სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებასთან დაკავშირებით, მწვავე დებატები მიმდინარეობს. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა მიმდინარე კვირაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე გააკეთა მწვავე განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ გაზაფხულისთვის გერმანიის მოქალაქეები ან ვაქცინირებული იქნებიან, ან გადატანილი ექნებათ ინფექცია, ან დაიხოცებიან. აღნიშნულ საკითხს ასევე გამოეხმაურა გერმანიის თავდაცვის მინისტრიც, რომელმაც განაცხადა, რომ გერმანიის შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება იგეგმება.
ანგელა მერკელმა კი უკვე დააანონსა, რომ მთავრობა არავაქცინირებული პირების მიმართ მკაცრი შეზღუდვების შემოღებას გეგმავს.

წყარო: https://www.euronews.com/2021/11/25/covid-19-spike-felt-across-europe-as-vaccination-remains-stagnant

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები