სლოვაკეთი სრულ „ლოკდაუნს“ აცხადებს

რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, სლოვაკეთში მთავრობამ „ლოკდაუნის“ შემოღების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ორ კვირას გაგრძელდება. მთავრობამ, ასევე, ქვეყნის მასშტაბით, 3-თვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც კოვიდინფექციის დღიური მაჩვენებელი 10-ათასიან ნიშნულს გადასცილდა.

ცენტრალური ევროპის ხსენებული სახელმწიფო კოვიდინფიცირების გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა.

„ლოკდაუნის“ გამოცხადება გულისხმობს – ყველა სახის კვების ობიექტის დახურვას, ასევე – საცალო ვაჭრობის ობიექტების მუშაობის შეცჩერებას, გარდა ჰიპერმარკეტებისა, ფუნქციონირებას წყვეტს ყველა საგამოფენო სივრცე, მუზეუმები და სპორტდარბაზები.

„ლოკდაუნის“ გამოცხადებამდე, სლოვაკეთის პრეზიდენტმა, სუზანა კაპუტოვამ მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ „სლოვაკეთი, „კოვიდ-19“-თან ბრძოლას აგებდა“. საჯარო მიმართვისას მან მოსახლეობას განუმარტა „ლოკდაუნის“ გამოცხადების მიზეზები და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება სამკურნალო დაწესებულებებზე გაზრდილი მიმართვიანობის შემცირებაზე იყო ორიენტირებული.

ცნობილია, რომ „ლოკდაუნის“ დროს ყველას აეკრძალება გარეთ გასვლა, თუ ეს პირველადი მოხმარების საგნების შეძენით ან გადაუდებელი მიზეზით არ იქნება არგუმენტირებული.

შეგახსენებთ, რომ სლოვაკეთში მოსახლეობის მხოლოდ 45 პროცენტია აცრილი, რაც ცენტრალურ ევროპაში იმუნიზაციის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებლადაა მიჩნეული.

წყარო: https://www.euronews.com/2021/11/24/slovakia-becomes-the-second-european-country-to-go-into-lockdown-as-covid-cases-surge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები