ნათია თურნავა – პრემიერის ინიციატივაზე: სოციალური პროგრამის რეფორმა გამოიწვევს სიღარიბის დაძლევასა და შრომისუნარიანი ადამიანების დასაქმებას

„საკმაოდ მასშტაბური რეფორმა იწყება, რომელიც შეეხება სოციალურად დაუცველების აქტიურ შრომაში ჩართვას, საჯარო პროგრამების შეთავაზების თვალსაზრისით. იგეგმება იმ ადამიანების რესოციალიზაცია, რომლებიც წლების განმავლობაში არიან მინდობილი სოცილურ დახმარებას. მათ შესწევთ უნარი, რომ ღირსეულად ჩადგნენ სამსახურში და თავიანთი შრომით ჰქონდეს შემოსავალი“, – ამის შესახებ ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დაანონსებულ სოციალურ რეფორმაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ეკონომიკა ვითარდება ძალიან სწრაფად, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი, უფრო მეტი საჯარო პროგრამა უნდა განხორციელდეს და უფრო მეტია მოთხოვნა ამ სექტორში დასაქმებულებზე. აქ ჩვენ ეს ორი რამ უნდა დავაკომბინიროთ, ერთი მხრივ, ის, რომ მეტი პროგრამა გვაქვს, სადაც შესაძლებელია დასაქმდნენ ეს ადამიანები და ეს პროგრამები არ საჭიროებს განსაკუთრებულ უნარებს ამ ეტაპზე. გვყავს 200 ათასი ადამიანი, რომელსაც აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი, მაგრამ, ამავდროულად, სურვილიც აქვთ, რომ ჩაერთონ შრომით საქმიანობაში. ამ თემაზე, ყველა დეტალი ცოტა ხანში გახდება ცნობილი. რეფორმა გამოიწვევს სიღარიბის დაძლევას და შრომისუნარიანი ადამიანების დასაქმებას“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები