ზაალ უდუმაშვილი: დასანანია, რომ “ვარდების რევოლუციის” ერთ-ერთი ავტორი და მთავარი შემოქმედი – სააკაშვილი, პუტინის დავალებით, ქართულ ციხეში იმყოფება, ეს ყველაფერი გამოსწორდება

“ყველაზე დასანანია, რომ “ვარდების რევოლუციის” ერთ-ერთი ავტორი და მთავარი შემოქმედი – მიხეილ სააკაშვილი, პუტინის დავალებით, ქართულ ციხეში იმყოფება. ეს ყველაფერი გამოსწორდება”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველი ხალხი თავისუფლების დაკარგვას არასდროს შეეგუება.

“დღეს ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღია. ეს არის გიორგობა და “ვარდების რევოლუციის” მე-18 წლისთავი. ეს ის დღეა, რომელმაც საფუძველი დაუდო იმ ცვლილებებს, რომელმაც ერთი პატარა ქვეყანა აქცია სახელმწიფოდ. ქვეყანა რამდენიმე წელში იქცა იმ სახელმწიფოდ, რომელიც მსოფლიო რუკაზე თითით საჩვენებელი იყო. ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწია ამ ქვეყანამ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ. ყველაზე დასანანია, რომ ამ რევოლუციის ერთ-ერთი ავტორი და მთავარი შემოქმედი – მიხეილ სააკაშვილი, პუტინის დავალებით, ქართულ ციხეში იმყოფება. ეს ყველაფერი გამოსწორდება. ქართველი ხალხი თავისუფლების დაკარგვას არასდროს შეეგუება. ქართველი ხალხი ყოველთვის იბრძოლებს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს”, – განაცხადა უდუმაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები