18 წელი “ვარდების რევოლუციიდან” – თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვი შეიკრა
თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვი მოეწყო.
ცოცხალი ჯაჭვი, “ვარდების რევოლუციიდან” 18 წლისთავზე, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა გააკეთეს.
მათ ადგილზე მიტანილი აქვთ წითელი ვარდები, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
ადგილზე იმყოფებიან “ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც.
“ეს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ის ღირებულებები, რაც “ვარდების რევოლუციის” შემდეგ პერიოდში იყო, საზოგადოებას დაავიწყოს”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დიმიტრი ბიძინაშვილმა.