გურამ მაჭარაშვილი: მოგვწონს თუ არა, “ვარდების რევოლუცია” საქართველოს უახლოესი ისტორიაა, სამწუხაროა, რომ ამ გუნდმა ხალხს იმედები არ გაუმართლა
“მოგვწონს თუ არა, ეს არის საქართველოს უახლოესი ისტორია და სამწუხაროა, რომ ამ გუნდმა ხალხს იმედები არ გაუმართლა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა “ვარდების რევოლუციის” 18 წლისთავზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი დღესაც ვერ აანალიზებს, იმ წლებში რა ხდებოდა, როცა ხელისუფლებაში იყო.
„პატიმარმა სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რათა წლის თავზე საკუთარი მომხრეები მოწინააღმდეგეებად გაიხადა. მან გარშემო ისეთი ხალხი შეკრიბა, ვინც საზოგადოებაში ავტორიტეტით არ სარგებლობდნენ და ძალადობის შემოქმედები იყვნენ, რამაც 2012 წელს მათი ოპოზიციაში გადასვლა განაპირობა. 2003 წელს ვისაც მხარი დაუჭირეს, ვერ გაამართლეს და ძალადობა შექმნეს. მაშინ მიხეილ სააკაშვილი ამ ჯგუფის სათავეში იყო. მოგვწონს თუ არა, ეს არის საქართველოს უახლოესი ისტორია და სამწუხაროა, რომ ამ გუნდმა ხალხს იმედები არ გაუმართლა. სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილი დღესაც ვერ აანალიზებს, იმ წლებში რა ხდებოდა, როცა ხელისუფლებაში იყო. როგორც ჩანს, მას დღეს ანალიზის საშუალება არ გააჩნია“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.