ექიმი: ელენე ხოშტარიას გაწერაზე საუბარი ჯერ ადრეა

მოძრაობა “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია საკვების მიღებას, სავარაუდოდ, ხვალიდან დაიწყებს, თუმცა, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ამის შესახებ “ნიუ ჰოსპიტალსის” შინაგანი მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნინო ქანთარიამ განაცხადა.

“ამ ეტაპზე, პაციენტ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იმყოფება. ვიტალური პარამეტრები გაკონტროლებულია, ლაბორატორიული მაჩვენებლებიდან კვლავ ვლინდება გარკვეული ცვლილებები ელექტროლიტურ ბალანსში, რომლის კორექციაც მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს შემდგომი კონტროლით და ისევ კორექციით.

რაც შეეხება კვების საკითხს, ჯერ საკვებზე არ გადასულა. ვაძლევთ კალორაჟს კილოგრამ წონაზე გადაანგარიშებით. ხვალიდან იგეგმება საკვების მიცემა. ამ ეტაპამდე, საკვებ დანამატზეა, რომელიც არჩეულია ჩვენ მიერ, ამით ხდება მკაცრი კონტროლი იმ კალორაჟისა, რომელსაც ვაწვდით. ვინაიდან კვების აღდგენის პროცესში მოსალოდნელია გართულებები კვების კალორაჟის მიღების პარალელურად, ამიტომ, საჭიროებდა ეს ვითარება მაქსიმალურ კონტროლს. ალბათ, პაციენტის გაწერაზე საუბარი ჯერ ადრეა”, – აცხადებს ქანთარია.

ელენე ხოშტარია, სააკაშვილის მრაცალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, პარლამენტის შენობაში 17 დღის განმავლობაში შიმშილობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები