განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტს „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

????????????????????????????????????

„აბიტურიენტების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში დასაშვებია საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრებისათვის, რომლებიც ოლიმპიურ/პარაოლიმპიურ თამაშებში გახდებიან ოქროს, ვერცხლის ან ბრინჯაოს მედალოსნები”, – ამის შესახებ საკითხის მომხსენებელმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ვალერიან გობრონიძემ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ სპორტსმენების წახალისების სხვადსხვა ფორმებზე პარლამენტი აქტიურად მუშაობს.

„პარლამენტის კვლევითმა ცენტრმა გააკეთა ანალიზი თუ როგორ ხდება სხვადასხვა ქვეყნებში სპორტსმენების წახალისება და ამ ფორმებზე უკვე მსჯელობს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი. ამ ეტაპზე კი ეს ინიციატივა შეეხება მხოლოდ ოლიმპიადის მედალოსნებს”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები